ბიზნესი
30/05/2021

East Point-ში KIKO MILANO-ს პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა

East Point-ში KIKO MILANO-ს პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. ბრენდს საქართველოში ოპერირებას „რითეილ გრუპ ჯორჯია“ უწევს.

ივნისის მეორე ნახევარში ბრენდის კიდევ ორი მაღაზია, "თბილისი მოლსა" და "სითი მოლში" (საბურთალო) გაიხსნება. 

KIKO Milano 1997 წელს სტეფანო პერკასიმა და მამამისმა ანტონიო პერკასის  დაარსეს. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, ბრენდმა მილიონობით ერთგული მომხმარებელი შეიძინა და იტალიის N1 კოსმეტიკურ ბრენდად იქცა. ამ ეტაპზე მსოფლიოს გარშემო, 30 ქვეყნის მასშტაბით, KIKO Milano-ს 900-ზე მეტი მაღაზია აქვს.

რაც შეეხება „რეითეილ გრუპ ჯორჯიას“, ის ქვეყანაში 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის 60 მაღაზიას წარადგენს. კომპანიის ხელმძღვანელი რეზო მაღალაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში შემოსვლაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქალის ტანისამოსის და სახლის აქსესუარების ბრენდებთანაც.