ბიზნესი
05/02/2021
E-space-მა და ჰელიოს ჯორჯიამ ელექტრომობილების მზის ენერგიით დამუხტვის კონცეფცია შეიმუშავეს
კომპანია E-space-ისა და “ჰელიოს ჯორჯიას“ პროექტი, რომელიც ელექტრომობილების მზის ენერგიით დამუხტვას გულისხმობს, ისევ დამუშავების პროცესშია.
E-space-ის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელი დავით იოსავა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ უკვე დასრულებულია პროექტის იდეური ნაწილი, ანუ შემუშავებულია კონცეფცია და მიმდინარეობს ტექნიკურ საკითხებზე მუშაობა.
რამდენ ხანში გამოჩნდება ახალი, უნიკალური პროდუქტის შეთავაზება E-space დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობს.
E-space-ს საქართველოს მასშტაბით 150-ზე მეტი ელექტომობილის დამტენი აქვს დამონტაჟებული. მათ შორის საჯარო ქსელში 80-მდე დასამუხტი სადგურია, საიდანაც 7 სწრაფი დამტენი განთავსებულია თბილისი-ბათუმის მაგისტრალზე, რომელიც ყველაზე დიდი დატვირთვით გამოირჩევა.