ბიზნესი
08/05/2023

დუბაიში 30 ტონა ქართული მარწყვი მაისის ბოლოს გაიგზავნება

ადგილობრივი ბაზრის მომარაგების გარდა, მალე სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისში“ დაკრეფილი მარწყვი ექსპორტზე გავა.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნუცა სალუქვაძე აცხადებს, საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი სტანდარტის მოთხოვნა არსებობს, რაც ქართულმა მარწყვმა სრულად დაკმაყოფილა და მაისის ბოლოს, 30 ტონა მარწყვი დუბაიში გაიგზავნება.

„თანამშრომლობა რამდენიმე თვიანი იქნება, შესაბამისად, გაიზრდება საექსპორტო პარტიების მოცულობაც, შედეგად, ვეცდებით არაბთა გაერთიანებული საამიროების 10 მილიონიანი ბაზარი ავითვისოთ. ქართულ მარწყვზე მოთხოვნა ძალიან მზარდია. კონკრეტულად, ჩვენი მარწყვი უცხოურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანია ფასის და ხარისხის ნაწილშიც“, - განმარტა ნუცა სალუქვაძემ.

მისივე ინფორმაციით, დუბაიში მარწყვი ე.წ „ფრეშ“ სახით გაიგზვნება. „ძალიან რთული საკითხია  მარწყვის ექსპორტზე გატანა ტრანსპორტირების ნაწილში, ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და ახლა, ზუსტად ამაზე ვმუშაობთ, რომ მიმდინარე თვის ბოლოს „აგროსფეისის“ მარწყვი დუბაის სავაჭრო ქსელში გამოჩნდეს“, - განარტა ნუცა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისი“, რომელიც ამ ეტაპზე, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით, კერძოდ 90 ტონა მარწყვს აწარმოებს, გაფართოებას, წარმოების 4-ჯერ გაზრდას და იმპოტირებული მარწყვის ადგილობრივით ჩანაცვლებას გეგმავს. ამ მიზნის მისაღწევად აქტიური მოლაპარაკებები პოტენციურ ინვსტორებთან მიდინარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022