ბიზნესი
20/03/2021

Doggy Cake-ი ბაზარზე კატებისთვის საკონდიტრო ნაწარმის გამოტანას გეგმავს

Doggy Cake ძაღლების შემდეგ საკონდიტრო ნაწარმს კატებსაც შესთავაზებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ნათია ბოდოკია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ამ ეტაპზე კატებისთვის სადღესასწაულო ტორტების შესაქმნელად კომპანია საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოძიების პროცესშია. ამასთან კომპანია ტორტების დიზაინის გამრავალფეროვნებაზეც მუშაობს. შეიქმნება პატარა ქაფქეიქებიც.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, იგეგმებოდა შინაური ცხოველებისთვის საკონდიტროს გახსნაც, თუმცა მიზნების განხორციელება პანდემიამ შეაფერხა.

ცნობისთვის, Doggy Cake ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა. კომპანია საკონდიტრო ნაწარმს, ამ ეტაპზე, მხოლოდ ძაღლებისთვის ამზადებს. სადღესასწაულო ტორტების შემადგენლობა კი შინაური ცხოველებისთვის უსაფრთხოა და შეთანხმებულია ვეტერინარებთან.

Doggy Cake-ის ტორტების ფასი ინგრედიენტებისა და ზომის მიხედვით 20-დან 40 ლარამდე მერყეობს.