დისტანციური სწავლება: თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული ტერმინი
ზოგიერთი ჩვენგანისთვის ზაფხული დასვენების, რელაქსაციისა და სიმშვიდის პერიოდია, ზოგი კი ახლის შემეცნების სურვილით, საკუთარი განვითარებისთვის კომბინირებულ მეთოდს ამჯობინებს და დასვენების პერიოდს საკუთარი შესაძლებლობების გამოსაცდელად და თანამედროვე პროფესიების, ენების შესასწავლად იყენებს, ესწრება სხვადასხვა კურსს და ახალ უნარებს ივითარებს. საზაფხულო დასვენების დროს, დისტანციური სწავლებისას, მესენჯერი განსაკუთრებით სასარგებლოა.
მესენჯერი მომხმარებელზე მორგებული და ეფექტური თანამშრომლობის, მასალებზე წვდომისა და დავალების წარდგენის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ის სტუდენტებს მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან შეუფერხებელ კომუნიკაციაში ეხმარება, რაც ზაფხულის არდადეგებზეც კი ხელსაყრელ გარემოს ქმნის უწყვეტი განვითარებისთვის.
განვიხილოთ მათი შესაძლებლობები Viber მესენჯერის, გლობალური საკომუნიკაციო პლატფორმის მაგალითზე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში.
სტუდენტებისთვის ონლაინ სწავლის მეტი პროდუქტიულობისათვის Viber მესენჯერი, მომხმარებლებს სხვადასხვა ფუნქციას სთავაზობს, მათ შორისაა:
- შეუზღუდავი ვიდეო და აუდიო ზარები
- ჯგუფური მიმოწერები
- Viber Out ფუნქცია
- ჩაშენებული თარგმანის შესაძლებლობა
- My Notes
- საერთაშორისო ბოტები
Viber-ის საშუალებით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მასწავლებელს ვიდეო ან აუდიო ზარით დაუკავშირდეთ, სადაც ჯგუფის სხვა წევრებსაც შეუძლიათ ჩართვა და აქტიურობა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ Viber-ში ჯგუფური აუდიო და ვიდეო ზარებს დროითი შეზღუდვა არ გააჩნია.
მიმოწერაში Viber-ი სტუდენტებს მასწავლებელთან მარტივად დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს, რათა დაუსვან კითხვები, მოიძიონ განმარტებები ან განიხილონ საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია დავალებების, პროექტებისთვისა თუ კურსის მასალებისთვის. შეტყობინებები საკვანძო ინფორმაციასთან ერთად, როგორიცაა გაკვეთილების განრიგი, საშინაო დავალება, შეიძლება მიმოწერის ზედა ნაწილში დამაგრდეს, რათა მიმოწერაში, ნებისმიერ დროს, ყველამ შეძლოს მისი მარტივად მოძიება.
Viber-ში ჯგუფური მიმოწერების საშუალებით შეგიძლიათ სხვა კურსის სტუდენტებსა და მასწავლებელს ერთდროულად დაუკავშირდეთ, გაიგოთ სიახლეები და დავალებები ლექტორისგან. Viber-ში ჯგუფური მიმოწერებით ან ვიდეო ზარებით სტუდენტებს შეუძლიათ აქტიურად ჩაერთონ ამ დისკუსიებში, გააზიარონ თავიანთი შეხედულებები და ისწავლონ თანატოლებისგან.
ჯგუფური გამოკითხვის ფუნქცია Viber-ში- ამყარებს კომუნიკაციას, რაც საშუალებას გაძლევთ მიმოწერის წევრების მოსაზრებები გაიგოთ. დისტანციური სწავლებისას ეს ფუნქცია შემდეგი გაკვეთილის თემის ან საკითხავი წიგნის შერჩევაში დაგეხმარებათ. Viber-ში გამოკითხვის შესაქმნელად დააწკაპუნეთ სამ წერტილიან ნიშანს შეტყობინების შესვლის ფანჯრის გვერდით და აირჩიეთ „გამოკითხვის შექმნა“.
Viber-ის კიდევ ერთი ფუნქცია ჯგუფურ მიმოწერებში არის ქვიზი, რომელიც ხმის მიცემის ინტერაქციულობას უწყობს ხელს და თქვენი ცოდნის შემოწმების საშუალებას გაძლევთ. მომხმარებლები პასუხობენ კითხვებს და მყისიერად ხედავენ უპასუხეს თუ არა სწორად და რატომ. ცოდნის შემოწმების ინტერაქციისთვის, მასწავლებელს სხვადასხვა თემაზე მოკლე სახალისო ქვიზების შექმნა შეუძლია. Viber-ზე ქვიზის შესაქმნელად, გამოკითხვის შექმნის ფანჯარაში აირჩიეთ „ქვიზის რეჟიმი“.
Viber Out ფუნქცია, კიდევ ერთი სასარგებლო შესაძლებლობა, თუ სხვა ქვეყანაში იმყოფებით და არ გაქვთ ამ ქვეყნის ტელეფონის ნომერი, Viber Out-ის საშუალებით, ჩვეულებრივ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სხვას ტელეფონის ნომერზე. მომსახურება ფასიანია.
Viber-ის ჩაშენებული თარგმანი- თუ უცხო ენების კურსებს ონლაინ გადიხართ, თარგმანის ფუნქცია ძალიან დაგეხმარებათ. ამ ფუნქციის მეშვეობით, სხვა დამატებით აპლიკაციებსა თუ საიტებზე გადასვლა არ დაგჭირდებათ — თარგმნეთ ნებისმიერი შეტყობინება მოხერხებულად, პირდაპირ მიმოწერაში. მიმოწერაში ნებისმიერი შეტყობინების თარგმნისთვის, თქვენ უბრალოდ უნდა დააჭიროთ შეტყობინებას და დაელოდოთ. ფანჯარაში, რომელიც გაიხსნება, აირჩიეთ "თარგმნა"და ტექსტი თქვენ მიერ არჩეულ ენაზე ორიგინალი შეტყობინების ქვეშ დაუყოვნებლივ გამოჩნდება. ენის შეცვლა შესაძლებელია პარამეტრებში.
My Notes ფუნქცია Viber-ში, ონლაინ სწავლის პროცესში, ასევე კარგი ინსტრუმენტია. გადაუგზავნეთ ნებისმიერი შეტყობინება საკუთარ თავს, რათა შეინახოთ მასალა, გააკეთოთ მონიშვნები, შეამოწმოთ გეგმა, როდესაც დაასრულებთ, დააყენეთ შეხსენებები ერთ ადგილას. „ჩემს შენიშვნებში“ შეგიძლიათ:
- შენიშვნების რედაქტირება (თუნდაც ისინი სხვა მიმოწერიდან იყოს)
- ფოტოების, GIF-ების, სტიკერების, ვიდეოებისა და ხმოვანი ჩანაწერების შენახვა
- ფაილების ატვირთვა
- შენიშვნების გადაგზავნა მიმოწერაში
- მნიშვნელოვანი შეტყობინების ფანჯრის ზედა ნაწილში ჩამაგრება
- გეგმების განსაზღვრა და დასრულებისას შესრულების მონიშვნა.
Viber-ში ასევე არის ასობით თემატური საერთაშორისო ჩატბოტი, რომელიც სხვადასხვა ამოცანების გადაჭრაში დაგეხმარებათ, მაგალითად, უცხო ენების ონლაინ სწავლისთვის შეგიძლიათ საერთაშორისო ჩატბოტით Worddio: Vocabulary app ისარგებლოთ. 270 ათასზე მეტი სიტყვით, 30-ზე მეტ ენაზე, Worddio ჩატბოტი Viber-ზე ახალი სიტყვების ყოველდღიურ სწავლის პროცესს აადვილებს და სახალისოს ხდის.
BBC Learning English- საერთაშორისო არხზე, Viber-ში, ასევე შეგიძლიათ მარტივად ივარჯიშოთ ინგლისურში. ის გთავაზობთ სასარგებლო რესურსებს და საინტერესო შესაძლებლობებს ენის ათვისებისთვის.