ბიზნესი
22/06/2023

Digital Area-მ "მოიტანე"-ს საკონტროლო პაკეტი შეიძინა

Digital area-მ, რომელიც ბაზარზე extra.ge-ს optimo.ge-ს izibox.ge-ს adapter.ge-ს ბრენდებითაა წარმოდგენილი „მოიტანე“-ს (სს დელივერი)  საკონტროლო პაკეტი შეიძინა. აღნიშნული გარიგება „ბიზნესპარტნიორს“ სს „დელივერიში“ დაუდასტურეს.

როგორც სს „დელივერის“ გენერალური დირექტორი მიხეილ კოდუა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, დარჩენილი წილის მფლობელი საინვესტიციო კომპანია „ველოქს კაპიტალ ედვაისორსი“  და სუპერმარკეტების ქსელი „დეილი"-ა.

რაც შეეხება გარიგების ოდენობას, კოდუა აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

„ბიზნესპარტნიორის“ კითხვაზე, აღნიშნული გარიგების შედეგად, სს „დელივერს“ რა წილი უჭირავს ელექტრონული კომერციის ბაზარზე, კოდუა აღნიშნავს, რომ  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართველ მომხმარებელში ძალიან მოთხოვნადი გახდა Q-commerce და წლიდან წლამდე სერვისის უფრო და უფრო იხვეწება, შესაბამისად იზრდება მომხმარებლების როადენობა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს ონლაინ შოპინგს.   

დღევანდელი მონაცემებით digital shoping-ის წილი ჯამურ FMCG-ში მცირეა, თუმცა, წლიდან წილამდე მზარიდა. ეს სფერო განვითარებადია და საქართველოს აქვს პოტენციალი რომ ევროპის benchmark-ს დაეწიოს.

„მოიტანე“ არის პირველი მოწინავე ქართული ციფრული სუპერმარკეტი და ამბიცია აქვს ბაზარზე თავი ძლიერად დაიმკვირდროს“-აცხადებს კოდუა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 2023 წლის სექტმებერში დაგეგმილია „მოიტანეს“ ინტეგრაცია საქართველოს წამყვან e-commerce პლატფორმა extra.ge-ზე. Extra.ge-ს არსებულ და ახალ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ შეიძინოს სასურველი პროდუქტები, რომელსაც 30 წუთში მიიღებენ თბილისსა და ბათუმში.

შეგახსენებთ, „მოიტანე“ - პირველი ქართული სრულად ციფრული სუპერმაკეტია, რომელიც ბაზარზე ამჟამინდელი ფორმით 2021 წელს გამოჩნდა. აქ განთავსებულია ახალი, სანდო, ჯანსაღი, სეზონური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, როგორც ცნობილი ბრენდები, ასევე ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული. მისი საშუალებით მომხმარებელი ზოგავს დროს, ენერგიას და ფინანსებს, რადგან ის ზუსტად 30 წუთში ავსებს სასურველი პროდუქტების მარაგს სახლიდან გაუსვლელად. „მოიტანეს“ მიტანის სერვისი ვრცელდება როგორც თბილისში ასევე, მის შემოგარენში და ახლა უკვე ბათუმში. „მოიტანეს“ გამოყენება  მომხმარებელს მარტივად, მობილურიდან აპლიკაციის ჩამოტვირთვით შეუძლია.  

რაც შეეხება Extra.ge-ს, ის  მაღაზიების ციფრული პლატოფორმაა და ქართულ ბაზარზე 2020 წლის 29 თებერვლიდან, პანდემიამდე 1 თვით ადრე  გამოჩნდა. მისი მთავარი მიზანია, მომხმარებელს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეუქმნას, სადაც ის დროის დაზოგვას და სასურველი, ხარისხიანი პროდუქტის მოძიებას, რიგების გარეშე შეძლებს საუკეთესო ფასად.

Extra.ge-ზე მომხმარებელს მარტივად შეუძლია 20 კატეგორიაში მოიძიოს და შეძინოს 700მდე მაღაზიის 120 000-ზე მეტი პროდუქტი. მეორეს მხრივ, Extra.ge პარტნიორ მაღაზიებს საშუალებას აძლევს, რომ მათ თავიანთი პროდუქტების გაყიდვები ახალ ციფრულ არხებში გადაიტანონ, რათა პროდუქციის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდეს.

Extra.ge-ის დახმარებით ბრენდები ხსნიან ონლაინ ფილიალს, რომლის საშუალებითაც ყოველთვიურად წვდომა 500 000-ზე მეტ მომხმარებელზე ეხსნებათ. ამით ისინი ზრდიან გაყიდვებს და ამასთანავე ლოგისტიკის, თანამშროლებისა და ფართის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზოგავენ.

აღსანიშნავია, რომ Extra.ge, Digital area-ს ეკოსისტემაში შედის, ეს უკანასკნელი კი საქართველოს ბანკის ჯგუფში (BOGG) შემავალი კომპანიაა.