დაუმორჩილებლობას მკაცრი რეაქცია მოჰყვება - თურნავა რესტორნების თვითნებურ გახსნაზე
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რესტორნების თვითნებურად გახსნის შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხი მკაცრი იქნება.
"ჩვენ 25 იანვარს შევხვდით რესტორატორებს. დეტალურად განვიხილეთ ყველაფერი. ვიმსჯელეთ აჭარის გახსნაზეც. კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად არ არის. ტურიზმის ადმინისტრაციას ყოველდღიურ რეჟიმში აქვს მათთან კომუნიკაცია. იმის გამო, რომ რესტორნები ვერ იხსნება, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა მიუღებელია და ამას მკაცრი რეაქცია მოჰყვება.
ვინაიდან, ყოველდღიურ რეჟიმში ვიხილავთ, როდის შეიძლება, იგივე აჭარის მოდელი გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე, აქედან გამომდინარე, ჩემi თხოვნა იქნება და იმედდსაც გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთი არასწორი და არაკანონიერი ქმედებით ჩვენს შორის დიალოგს არ გაართულებენ. ასეთი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია კანონს დარღვევასთან, ძალიან გაართულებს ჩვენს დიალოგს",- აღნიშნა თურნავამ.