ბიზნესი
11/12/2020

“დანიური სახლი“  12 დეკემბრიდან რეგიონებში მიწოდების  სერვისს დროებით აუქმებს

“დანიური სახლი“  12 დეკემბრიდან რეგიონებში მიწოდების  სერვისს დროებით აუქმებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ,   საკურიერო კომპანიამ "მიმო", რომელიც  რეგიონებში შეკვეთების მიწოდებას უზრუნველყოფდა, დროებით შეწყვიტა  მუშაობა.
 
11 დეკემბრამდე მიღებული შეკვეთები, მიწოდებული იქნება ყველა ადრესატამდე.12 დეკემბრიდან , დროებით რეგიონებში მიწოდების სერვისი არ გვექნება, შესაბამისად ვერ მივიღებთ შეკვეთებს რეგიონებში. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის, უახლოეს მომავალში აღვადგენთ რეგიონებში საკურიერო მომსახურების სერვისს“-ნათქვამია „დანიური სახლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
დანიური სახლი“ 1999 წელს დაარსდა.კომპანიის  ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ევროპის ქვეყნებიდან ავეჯის, ტექსტილისა და სხვადასხვა აქსესუარის იმპორტი და რეალიზაცია.დღესდღეობით, “დანიური სახლი საქართველოში 12 ფილიალითაა წარმოდგენილი.