ბიზნესი
02/06/2021

დაჩქარებული პრივატიზაცია - აუქციონზე ქონების ეროვნულმა სააგენტომ 150 ობიექტი გამოიტანა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესის ფარგლებში აუქციონზე ახალი ობიექტები გამოიტანა.

ამჯერად ელექტრონულ აუქციონებზე გამოტანილია 160 მილიონი ლარის 150-ზე მეტი საინვესტიციოდ მიმზიდველი შეთავაზება, მათ შორის 8 სახელმწიფო საწარმო.

აღსანიშნავია, რომ 50 ობიექტი 50%-იანი, ხოლო 25 ობიექტი 25%-იანი ფასდაკლებით იყიდება.

ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

აუქციონების შესახებ დამატებითი ინფორმაციას იხილეთ ბმულზე

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან დღემდე პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პრივატიზებულია 160,157,033 ლარის უძრავი ქონება. მობილიზებული თანხა სააგენტოს წლიური გეგმის 70%-ს შეადგენს.

 

Businesspartner