
ბიზნესი
23/03/2021
Cushman & Wakefield: თბილისში 2021 წელს გაყიდული ბინების რაოდენობა 2019 წლის ნიშნულს უახლოვდება
2020 წლის მეორე კვარტალში გაყიდვების დიდი ვარდნის მიუხედავად, თბილისის საცხოვრებელ ბაზარზე უძრავი ქონების გაყიდვები დაუბრუნდა 2019 წლის ნიშნულს, - კვლევას Cushman & Wakefield Georgia აქვეყნებს.
უძრავი ქონების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერსა და ნოემბერში გაყიდული სახლების/ბინების რაოდენობამ გადააჭარბა 2019 წლის იმავე თვეების მონაცემებს.
კვლევის მიხედვით, მიუხედავად იანვარში ტრანზაქციების 14%-იანი კლებისა, 2021 წლის თებერვლის გაყიდვებმა 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 5%-ით გადააჭარბა.
2021 წლის იანვარსა და თებერვალში თბილისში ყველაზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა საბურთალოსა და ვაკეში.