ბიზნესი
26/10/2020

COVID-ის მართვის პროცესში დღეიდან სადაზღვევო ინდუსტრია ერთვება

სადაზღვევო ინდუსტრია COVID-19-ის მართვაში დღეიდან ჩაერთვება.

ჯანდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა ფორმით ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები ინფიცირებულთა მართვაში, არც  კონკრეტულ გაიდლაინებზე უთქვამს რამე, თუმცა აღნიშნა, რომ დაზღვეულები იხდიან მომსახურებაში შესაბამის თანხას.

„ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იხდიან თავიანთ დაზღვევაში და შესაბამისად, ეს ვალდებულება ყველა სადაზღვეოს აქვს. ასევე ეს ვალდებულება აქვთ იმ ექიმებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულები“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

გასულ კვირას სადაზღვევო ასოციაციამ განაცხადა, რომ სამინისტროსთან ამ საკითხზე თანამშრომლობა დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა გასულ კვირას გაიმართა. შეხვედრაზე შეთანხმდენ, რომ კოვიდ 19-ის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები ჩაერთვებიან.