ბიზნესი
10/05/2023

CNICK -ი ბეჭდების გარდა, სხვა ჭკვიან ნივთებსაც დაამზადებს

ჭკვიანი ბეჭდების მწარმოებელი სტარტაპი CNICK ახალ პროდუქტებზე მუშაობას განაგრძობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ CNICK-ის თანადამფუძნებელმა დავით კვიციანმა განუცხადა, 2 თვეში ბაზარზე ოქროს ჭკვიანი ბეჭედიც გამოჩნდება, რომელიც ასევე მრავალფუნქციური პროდუქტი იქნება და მის გამოყენებას მომხმარებელი საგადამხდელო ფუნქციით, ასევე ავტომობილის გასაღებად და საშვად შეძლებს.

„ჭკვიანი ბეჭდის განვითარების ხანგრძლივ სტრატეგიაზე ვმუშაობთ. გარდა მეტალის ჭკვიანი ბეჭდების დამზადებისა, ვგეგმავთ ბეჭდების გარდა, სხვა ჭკვიანი ნივთებიც ვაწარმოოთ. ვაპირებთ, პროდუქტის ტექნოლოგიურ დახვეწას და ახალი ფუნქციების დამატებას. ჩვენს მთავარ გეგმებშია, საქართველოში რეალიზაციის დაწყებაც და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. გარდა ამისა, ვაპირებთ აზიის ბაზარზე გავზარდოთ გაყიდვები და იქ ახალი პარტნიორების მოძიების პროცესში ვართ. ვთანამშრომლობთ ავსტრალიასთანაც“, - აღნიშნა დავით კვიციანმა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, CNICK-ის ხისა და კერამიკის ჭკვიანი ბეჭდები ონლაინ რეჟიმში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლები კი აშშ-ს ბაზარზე ფიქსირდება. ქართულ ჭკვიან ბეჭედს აქტიურად მოიხმარენ ევროპის ქვეყნებშიც და აქ ლიდერები დიდი ბრიტანეთი და გერმანია არიან.

მაისის ბოლოდან, CNICK რეალიზაციაში ვერცხლის ჭკვიან ბეჭედსაც ჩაუშვებს, რომელზე მუშაობაც უკვე დასრულებულია.

შეგახსენებთ, ინოვაციური სტარტაპი „კნიკი“  რამდენიმე წლის წინ ქართველმა სტუდენტებმა შექმნეს. ის პირველი ქართული მაღალ ტექნოლოგიური სამომხმარებლო პროდუქტია, რომელიც ადამიანებს ყოველდღიური ფინანსური, თუ სხვა ოპერაციების შესრულებაში ეხმარება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023