ბიზნესი
14/06/2021

"ჩვენი მიზანია Mymarket ვაქციოთ უნივერსალურ ადგილად"

უკვე გაიგებდი რომ Mymarket სრულად განახლდა და ახლა, ყველაზე საჭირო ადგილი ქართულ ინტერნეტში, ონლაინ ვაჭრობას კიდევ უფრო გაგიმარტივებს. 

დეტალებზე my.ge-ს საოპერაციო ლიდი და Mymarket-ის მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა ჩილინდარაშვილი საუბრობს.

ნ.ჩ. წლების მანძილზე  ჩვენ ვქმნიდით ქართულ E-Commerce-ს და ვვითარდებოდით მომხმარებელთან ერთად. 17 წლის მანძილზე დაგროვებული გამოცდილებით, დადგა დრო, ის განვითარების ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა. რამდენადაც, გასული წლის განმავლობაში მოთხოვნა ელექტრონულ ვაჭრობაზე 7-ჯერ გაიზარდა, მომხმარებლის ზრდასთან ერთად ჩნდებოდა ახალი გამოწვევები, რომელზე პასუხიც ახალი Mymarket უნდა ყოფილიყო.

- რა იყო განახლებაზე დაწყების მიზეზი?

ნ.ჩ. უკანასკნელი განახლებების შემდეგ ვაკვირდებოდით მომხმარებლის ქცევას, შევისწავლიდით რომელ ფიჩერებს იყენებდა ის ყველაზე ხშირად და ვმუშაობდით, რათა გვეპოვა პლატფორმისთვის საუკეთესო UX და UI გადაწყვეტები. ჩვენი მიზანია, Mymarket ვაქციოთ უნივერსალურ ადგილად, სადაც არამხოლოდ ნივთების მოძიება იქნება შესაძლებელი, არამედ როგორც მყიდველს, ასევე ონლაინ ვაჭრობით დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს და მაღაზიებს შევთავაზებთ სრულად ონლაინ მომსახურებას ერთ სივრცეში - ეს იქნება პირადი გვერდი, მარკეტინგული მხარდაჭერა, გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები, ადგილზე უსწრაფესად მიწოდება თუ სხვა.

ჩვენ გვსურს, ქართველ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა ლოკალურ ბაზარზე ისარგებლოს საერთაშორისო სტანდარტების ვებ.გვერდით. სადაც მყიდველიც და გამყიდველიც, მინიმალური დანახარჯით უმოკლეს დროში მიიღებს სასურველ შედეგს. 

- რა იქნება ახალი Mymarket-ის მთავარი უპირატესობა?

- პროგრამირების თანამედროვე ენების გამოყენებით Mymarket სრულიად თავიდან დაიწერა, რაც უფრო მსუბუქს ხდის ვებგვერდს და თანაბრად მოსახერხებელი იქნება ყველა ტიპის და მწარმოებლის მიერ შექმნილი მობილური თუ კომპიუტერული მოწყობილობებისთვის. 

- რა ძირითადი სიახლეები გველოდება პლატფორმაზე?

ნ.ჩ. ახალ Mymarket-ზე მეტი ყურადღება ეთმობა ფიზიკური მაღაზიების გაციფრულების პროცესს, პლატფორმაზე განთავსებულ 300-ზე მეტ მაღაზიას ექნება ინდივიდუალური ვებ.გვერდი და მიიღებენ ყველა იმ სერვისს, რომელიც მოცემულ დროს მათ დასჭირდებათ. 

მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება მაღაზიებისთვის და ფიზიკური პირებისთვის მომხმარებლის მიერ შეფასების სისტემა, სადაც მომხმარებელი შეძენის შემდეგ, გამოცდილების საფუძველზე, შეაფასებს ფიზიკურ პირს თუ მაღაზიას, რაც გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, გაუადვილებს სხვა მყიდველს არჩევანის გაკეთებას და როგორც მაღაზიებს, ასევე ფიზიკურ პირებს დაეხმარება გახდნენ კონკურენტუნარიანნი.

ასევე, მაღაზიებისთვის შეიქმნა ახალი სარეკლამო პაკეტები, სადაც თავმოყრილია უკვე არსებული და ახალი სერვისები, რომლითაც მაღაზიები შეძლებენ მიიღონ მოქნილი და მათ ინტერესებზე მორგებული შეთავაზება, მარკეტინგული მხარდაჭერა და სხვა იმგვარი შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვნად მოახდენს გაყიდვების სტიმულირებას.

Mymarket წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნით და გამოცდილებით ქმნის სერვისებს, რაც მნიშვნელოვანია E-Commerce ინდუსტრიისთვის, ხელს უწყობს ეკოსისტემის განვითარებას და მაღაზიებს თუ ფიზიკურ პირებს სთავაზობს იმგვარ პროდუქტებს, რაც მოცემულ დროს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

 

Businesspartner