ბიზნესი
18/05/2021

"ჭრელი აბანოები" სარესტავრაციო სამუშაოებს აკონსერვებს

„ჭრელი აბანოები“ სარესტავრაციო სამუშაოებს აკონსერვებს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომერციული დირექტორი გურამ თედიაშვილი აცხადებს, რომ სამუშაოები მას შემდეგ გაგრძელდება, როდესაც შემოსავლები მოიმატებს.

მისი განცხადებით, პანდემიის გამო, ტურისტის გარეშე დარჩენილ „ჭრელ აბანოებს“ საკუთარი თავის შენახვა უჭირს, აღარ არის საუბარი მოგებაზე.

„ობიექტის ძირითადი მომხმარებელი უცხოელები იყვნენ. ბოლო პერიოდში ქალაქში გამოჩნდნენ ტურისტები, მათ შორის, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან. თუმცა, არა იმ რაოდენობით, რომ შემოსავალზე დადებითად აისახოს. მთლიანი გაყიდვების 20%-ს ადგილობრივი ვიზიტორები წარმოადგენენ,“ - აცხადებს თედიაშვილი.

მისივე განცხადებით, ტურისტების მოსაზიდად კომპანიამ ფასებიც შეამცირა.

"ჭრელ აბანოში" 1 საათით ნომრის ფასი 50-დან 350 ლარამდე მერყეობს. ღირებულების მიხედვით ნომრებში სტუმრებს ხვდებათ აუზი, საუნა, საშხაპეები. „ჭრელ აბანოში“ არის პრემიუმ კლასის სამეფო აბანოც.

შეგახსენებთ, კომპანიამ პანდემიიდან გამომდინარე არააქტიური პერიოდი გამოიყენა და მეფე ერეკლეს აბანოში სარესტრავრაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო.