ბიზნესი
22/03/2021

ჩირისა და ტყლაპის მწარმოებელი "ტილისკვერი" ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს

კომპანია „ტილისკვერი“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც ჩირსა და ტყლაპს აწარმოებს. კომპანიის დამფუძნებელი თამარ ქაჯაია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ასორტიმენტი სეზონის მიხედვით იცვლება. ამჟამად კომპანია ვაშლის და კომშის ტყლაპებს აწარმოებს.

„ტყლაპებზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ ჩირებისთვის ფაქტობრივად, დრო არ მრჩება. გარდა ამისა, მაქვს პატარა აპარატი, ამიტომ, ამ ეტაპზე მხოლოდ ტყლაპებს ვაწარმოებ,“ - აცხადებს ქაჯაია.

რაც შეეხება ნედლეულს, „ტილისკვერის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ შესყიდვას რეგიონებში ახორციელებს. კომპანია 24 საათში 20 ცალ ტყლაპს აწარმოებს და 1 ცალს 4 ლარად ყიდის.

კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ონლაინ გაყიდვებზე მოდის. „ტილისკვერი“ პოპულარობით სარგებლობს ქართველ ემიგრანტებშიც.

ქაჯაიას განცხადებით, მას შემდეგ რაც ეპიდემილოგიური მდგომარეობა სტაბილური გახდება, კომპანია საკუთარი, ბრენდული მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.

„პირველ რიგში გაფართოებას ვგეგმავ, რათა უფრო მეტი პროდუქტის წარმოება შევძლო და არსებული მოთხოვნა დავაკმაყოფილო,“ - აცხადებს ქაჯაია.

კომპანია „ტილისკვერი“ პანდემიის პერიოდში შეიქმნა. რაც შეეხება სახელს, თამარ ქაჯაიას განცხადებით, ის მეგრულად ტყლაპს ნიშნავს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022