ბიზნესი
29/03/2023

ჩირის მწარმოებელმა კომპანიამ "სკიჯი" ახალი საწარმოს მშენებლობა დაასრულა

ჩირის მწარმოებელმა კომპანიამ „სკიჯი“ ახალი საწარმოს მშენებლობა დაასრულა.
 
საამქრო ევროპული მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა. პროექტი კი USAID-ის გრანტით განხორციელდა.
 
როგორც კომპნიის დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა, ახალ საწარმოში 48 საათში 100-150 კგ ხილის გაშრობაა შესაძლებელი.
 
„წარმადობა მცირეა. ერთ გაშრობაზე 10-12 კგ ჩირს ვიღებთ. თუმცა პროდუქტის გაშრობას 48 სათი სჭირდება. ამ ეტაპზე გვაქვს ხუთი სახეობის ჩირი. სახეობები სეზონის მიხედვით, რა თქმა უნდა იცვლება,"-განმარტა დარეჯან ბერძენიშვილმა.
 
მისივე ინფორმაციით, პროდუქტი შერეული სახით იყიდება და ერთი კილოგრამი ჩირის ღირებულება 70 ლარია.
 
ცნობისთვის, „სკიჯი“ ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა. კომპანიამ წარმოება აწარმოე საქართველოს მიკროგრანტების პროგრამის დაფინანსებით დაიწყო. „სკიჯი“ გურიის რაიონ სოფელ ხიდისთავში მდებარეობს.
Businesspartner