ბიზნესი
11/07/2023

"ჩირინა" ნედლი ქათმის ხორცისგან საბავშვო სოსისის დამზადებას გეგმავს

"ჩირინა" ნედლი ქათმის ხორცისგან საბავშვო სოსისის დამზადებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლის  რევაზ ვაშაკიძის განმარტებით,  შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვებისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ ოჯახებზე, ბავშვებზე. ბავშვის სოსისის წარმოების დაწყებაც გვინდა, თუმცა სერტიფიცირების გარეშე  არ შეიძლება ამ პროდუქტის წარმოება და რეალიზაცია. შეტანილი გვაქვს სერტიფიცირებაზე განაცხადი და  იმედია,  ბავშვის სოსისებსაც ვაწარმოებთ და შემდეგ  დავიწყებთ თანამშრომლობას სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან.“-აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.

მისივე განმარტებით, „ჩირინა“  სოსისების წარმოებაში ინდაურის ხორცის გამოყენებასაც გეგმავდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს მიმართულება გადავადდა.

„სოსისების წარმოებისას ჩვენი ძირითადი პროდუქტი იქნება ნედლი ქათმის ხორცი. ინდაურის ხორცის გამოყენებაც გვქონდა გეგმაში, მაგრამ ჯერჯერობით გადავდეთ. რადგან საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა არც  ისე კარგად ვითარდება.

ქართული ქათმის ხორცის მწარმოებელმა კომპანიამ „ჩირინა“ გარდაბნის რაიონში, სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალ საწარმო  გახსნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საწარმოს  დღიურად 8-10 ტონა პროდუქტის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს.

დღეისთვის, „ჩირინას“ ამიერკავკასიაში მეფრინველეობის ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსი აქვს,  მის მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები, კომბინირებული საკვები ქარხანა; ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები, ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია "სანა". წარმოების თითოეული რგოლი აკრედიტირებულია ISO 22000 სტანდარტით HACCP-ის პრინციპებით.

„ბიუ ბიუს“ პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2013 წლის 7 ივლისს გამოჩნდა და 10 წლის შემდეგ ახალი საწარმოს დამატებით კიმპანიის სტრატეგიული განვითარების შემდეგი ეტაპი დაიწყო.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023