ბიზნესი
17/03/2021

"ჩირიფრუტი" ბრიტანეთში გაიყიდება

საქართველოში წარმოებული ჩირი ბრიტანეთში გაიყიდება. „ჩირიფრუტი“ უცხოურ ონლაინ მარკეტზე საქართველოს სავაჭრო პალატის დახმარებით იქნება წარმოდგენილი.

კომპანიამ ბრიტანეთში პროდუქციის უკვე მეორე პარტია გაგზავნა.

ექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს ამერიკასთანაც, სადაც სატესტო პარტია რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა.

„ჩირიფრუტი” 60-მდე სახეობის ჩირს აწარმოებს და 20-მდე ადამიანს ასაქმებს. 2020 წელი კომპანიამ 30-ტონიანი წარმადობით დაასრულა.