ბიზნესი
29/05/2023

"ჩირიფრუტი" 2024 წლიდან ახალ საწარმოში გადავა

ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ჩირიფრუტი“ მომავალი წლიდან ახალ საწარმოში გადავა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ განუცხადა, კომპანიამ 1 თვის წინ, ნატახტარში საწარმოსთვის ფართი შეიძინა.  რაც შეეხება  პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, ჯიქია აცხადებს, რომ ამ დროისთვის კალკულაციის პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვა მოგვიანებით დაზუსტდება.  

„უკვე დასრულებული შენობა შევიძინეთ, საჭიროა მხოლოდ რემონტი  და მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის დასრულდება ეს საქმე და ამ დროისთვის, „ჩირიფრუტი“ უკვე მზად იქნება სერტიფიცირებისთვისაც. ვაპირებთ სრულიად ახალ მასშტაბებზე გასვლას. ახალი საწარმო შესაძლებლობას მოგვცემს, რომ წარმადობა სულ მცირე 3-ჯერ გავზარდოთ. შედეგად, გარდა იმისა, რომ დავამატებთ ახალ პროდუქტებს და ადგილობრივ ბაზარზე უფრო ფართოდ ვიქნებით წარმოდგენილი. კერძოდ, შევალთ ქსელურ მარკეტებში, დაგეგმილია გავალთ ექსპორტიც“, - აღნიშნა „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ საექსპორტო მოლაპარაკებები ისრაელთან და გერმანიასთან აწარმოა, შესაბამისად, როდესაც საექსპორტო რაოდენობების დაკმაყოფილებას შეძლებს, „ჩირიფრუტის“ ნაწარმი საერთაშორისო ბაზრებზეც გაიყიდება.

ცნობისთვის, „ჩირიფრუტის“ საწარმო, ამჟამად, თბილისში მდებარეობს და 20-მდე ადამიანს ასაქმებს. გაფართოების და საწარმოს ნატახტარში გადატანის შემდეგ, დასაქმებულების რაოდენობაც გაიზრდება.

დღეისათვის, კომპანია 90-მდე სახეობის სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის - ჩირისა და შოკოლადის კომბინაციით შექმნილ ტკბილეულს, ტყლაპებს, ჩირებს და სხვა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022