ბიზნესი
02/12/2022

"ჩიკორი" საფრანგეთის ბაზარზეც შევიდა - ევროპაში ქართულ ჩირზე მოთხოვნა მზარდია

საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ ჩირზე მოთხოვნა იზრდება. კომპანია „ქარელის ხილის“ მიერ „ჩიკორის“ ბრენდით წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე საფრანგეთშიც გავიდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი კვირიკაძემ განუცხადა, საფრანგეთის ბაზარზე შესვლა „ჩიკორისთვის“ დიდი წარმატებაა.

„ეს არის მაღალკონკურენტუნარიანი ბაზარი, სადაც მაღალი მოთხოვნები და სტანდარტებია. ფრანგული მხარისთვის ჩვენი ხარისხი მისაღებია, შესაბამისად, მოთხოვნაც დიდი იყო და საკმაოდ დიდი მოცულობის პროდუქცია გავაგზავნეთ“, - განმარტა „ქარელის ხილის“ დამფუძნებელმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის უფრო მეტი პირველადი პროდუქცია აწარმოონ, რათა უცხოურ ბაზრებზე არსებული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლონ.

გიორგი კვირიკაძე დარგში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, გლობალურ ბაზრებზე მიწოდების ჯაჭვი დარღვეულია, გაზრდილია ტრანსპორტირების ხარჯები და გაძვირებულია ნედლეულიც. „თუმცა, ამ პროცესებს ჩვენს კომპანიაზე დიდი გავლენა არ ჰქონია, ვინაიდან, ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ. შესაბამისად, საექსპორტო გეგმების შეცვლა არ მოგვიწია“, - დასძინა გიორგი კვირიკაძემ.

ცნობისთვის, „ქარელის ხილის“ მიერ წარმოებული ჩირი აქტიურად იყიდება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: პოლონეთი, გერმანია, ბალტიის, აზიის ქვეყნები და სხვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022