ბიზნესი
20/07/2023

ჭიქით წვენი და ცივი ჩაი - სექტემბრიდან ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდება

წყალი ჭიქით - ქართულ ბაზარზე არატრადიციული, ორიგინალური შეფუთვით ახალი პროდუქტი გამოჩნდა. წყალს ბორჯომის ხეობის დასაწყისში 70 მეტრიანი ჭაბურღილიდან მოიპოვებენ, ტექნიკური დამუშავებით კი, იმ გემოვნურ თვისებებს და მინერალებს უნარჩუნებენ, რაც მას ბუნებრივად აქვს. ეს ლაბორატორიული შემოწმებითაც დასტურდება.

"მოგზაურობის დროს ბევრჯერ, სხვადასხვა ქვეყნებში ასეთ პროდუქტს ბევრჯერ შევხვდი, ხშირ შემთხვევაში, ძალიან კომფორტული იყო ეს ჩემთვის. აქედან გაჩნდა ჭიქით წლის წარმოების იდეა.

აქვე აღსანიშნავია, ეკოლოგიური ნაწილი, რაც ამ პროდუქტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანა ეკოლოგიური გამოწვევის წინაშე დგას. ჭიქით წყალს, ბოთლის წყალს რომ შევადაროთ, გარემოსთვის 5-ჯერ ნაკლები ზიანი მოაქვს. პლასტმასის შემცველობა არის ძალიან დაბალი. ესეც იყო ერთ-ერთი ინდიკატორი, რომ ეს პროექტი სწრაფად დაგვეწყო", - აცხადებს "მინერალ ჯგუფის" დამფუძნებელი ზაურ ლაცაბიძე. 

წარმოება ევროპული სტანდარტის საწარმოში ხდება, რომელიც შიდა ქართლში, სოფელ ცხრამუხაში მდებარეობს. დასაქმებულებიც ძირითადად ადგილობრივები არიან. წარმადობა თვეში 1 მილიონი ჭიქაა, რომელიც ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, სამომავლოდ კი, ექსპორტზეც გავა. ჭიქით, ქართულ წყალზე მოთხოვნა აზიის ქვყენებიდან არის.

"დაახლოებით 8 თვეა, რაც ბაზარზე ვართ, ნელ-ნელა ვიმკვიდრებთ თავს. ვფიქრობ, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ საუკეთესო ხარისხის და ინოვაციური ფორმის წყალს. ამ ეტაპზე წყალი ძირითადად ოფისებში, სკოლებში და საავადმყოფოებში იყიდება, თუმცა გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე ქსელურ მარკეტთან. 

მომხმარებლების მხრიდან ასეთ გამოხმაურებას არ ველოდებოდით, მათ სწორად მიიღეს ჩვენი პროდუქტი და ვფიქრობ, სამომავლოდ უფრო მეტი მოთხოვნა იქნება ჩვენს პროდუქტზე", - აღნიშნა ზაურ ლაცაბიძემ. 

ინოვაციური მიდგომა მხოლოდ წყალს არ შეეხება. სექტემბრიდან საწარმო გაფართოებას გეგმავს, ბაზარზე ჭიქით წვენი და ცივი ჩაიც გამოჩნდება.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023