ბიზნესი
02/02/2023

"ჩიკატაის" სათამაშოები ავსტრალიაში გაიყიდება

რბილი მუსიკალური სათამაშოების მწარმოებელი კომპანია "ჩიკატაის" სათამაშოები ავსტრალიაში გაიყიდება. მცირე საწარმო „ჩიკატაი“ პირველ საექსპორტო პროდუქციაზე უკვე მუშაობს და მას დანიშნულების ადგილას თებერვალში გაგზავნის.

კომპანია წელს საექსპორტო ბაზრებზე აქტიურ პოზიციონირებას გეგმავს და ამ მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს იტალიელ პარტნიორებთანაც, რომლებიც „ჩიკატაის“ სათამაშოების ექსპორტით ასევე დაინტერესებულები არიან.

როგორც მცირე საწარმოში აცხადებენ, პოტენციურ უცხოელ მყიდველებთან მოლაპარაკებები სათამაშოების საერთაშორისო გამოფენებზე შედგა.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „ჩიკატაის“ დამფუძნებელი თამარ ბუიღლიშვილი აცხადებს, კომპანიამ  2022 წელს 3 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

 „ავსტრალიაში ექსპორტისთვის 545 ერთეული უკვე გამზადებულია, რომელსაც ჩვენი პარტნიორები უახლოეს მომავალში წაიღებენ, ეს საკმაოდ დიდი შეკვეთა იყო ჩვენი მცირე საწარმოსთვის და ვეცადეთ, პროდუქციის დამზადება მაქსიმალურად დროულად მოგვესწრო.

ამასთან, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ იტალიაში 3 მაღაზიასთან, რომლებიც ჩვენი პროდუქციის შეძენით დაინტერესებულები არიან. სავარაუდოდ, წელს ექსპორტზე გასვლას იტალიაშიც შევძლებთ“,- აღნიშნა ბუიღლიშვილმა.

მისივე განმარტებით, უცხოურ ბაზრებზე გაჩენილი დაინტერესების გარდა, მზარდია ქართული წარმოების სათამაშოების გაყიდვების მაჩვენებელი ადგილობრივ ბაზარზეც, რის გამოც, კომპანია წელს წარმოების გაზრდასაც აპირებს.

„ჩვენი პროდუქცია არის ნიშური, ის არ არის მასაზე გათვლილი, თუნდაც ფასიდან გამომდინარე. ხელნაკეთი და ძვირად ღირებული პროდუქტია, მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში „ჩიკატაის“ სათამაშოების ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება“, - განმარტა „ჩიკატაის“ დამფუძნებელმა.

შეგახსენეთ, „ჩიკატაი“ ქართულ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. კოპანიამ  ადგილობრივი წარმოების პირველი სათამაშო შექმნა, რომელიც ქართულ მელოდიას უკრავს. ეს გახლავთ გია ყანჩელის მელოდია, , რამაც ბრენდის სწრაფი წარმატება განაპირობა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022