ბიზნესი
13/05/2021

"ჩალიკ ჰოლდინგი" საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს

კომპანია "ჩალიკ ჰოლდინგი" საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, აჰმეთ ჩალიკს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტები და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრეს. 

„ჩალიკ ჰოლდინგი” მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში, სხვადასხვა სექტორში ოპერირებს. ჰოლდინგს ათობით ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას „ჩალიქ ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი ონურ იუჯექალი,„ჩალიქ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მთავარი მრჩეველი ჰაქი აქილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი ესწრებოდნენ.

Businesspartner