ბიზნესი
07/04/2023

ჩაის გადამამუშავებელი საწარმო MONTEA პიტნის ჩაის გამოუშვებს

ამბროლაურში მდებარე ჩაის გადამამუშავებელი საწარმო MONTEA პიტნის ჩაის გამოუშვებს. 

როგორც კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანი ხეცურიანმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ ეტაპზე ბრენდინგის სამუშაოები მიმდინარეობს და ახალი სახეობა ბაზარზე მალე გამოვა.

„ეს იქნება ველური პიტნის ჩაი,  ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, პროდუქტი ტყეში უნდა იყოს შეგროვებული. გავხსნით შემგროვებელ პუნქტებსაც, სადაც მოსახელობისგანაც ჩავიბარებთ პიტნას. რა თქმა უნდა,  მოხდება მისი ლაბორატორიული შემოწმება.“-აღნიშნა ანი ხეცურიანმა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე კომპანია 6 სახეობის ბიო ჩაის აწარმოებს, რომლის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის, თუმცა MONTEA-ს მოკლევადიან გეგმებში ქართული ბაზრის უკეთ ათვისება დგას.

„გვინდა კიდევ უფრო მეტად გამოვჩნდეთ ადგილობრივ ბაზარზე, ეს ნიშა თავისუფალია და ვეცდებით მაქსიმალურად  ავითვისოთ არსებული  რესურსი.“-განმარტა ანი ხეცურიანმა.

Montea 300 ათას დოლარიანი ინვესტიციით, ქართულ ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. კომპანიას ამ ეტაპზე 200-ზე მეტი დასაქმებული ყავს. სეზონური სამუშაოებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 600 ადამიანს აჭარბებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023