ბიზნესი
05/04/2023

Cellfie-ის ქსელის გაუმჯობესებისთვის ათეულობით მლნ დოლარის ინვესტირებას გეგემავს

Cellfie-ის ქსელის გაუმჯობესებისთვის ათეულობით მლნ დოლარის ინვესტირებას გეგემავს

ტელეკომუნიკაციების ბაზარზე ახალი ბრენდი Cellfie გამოჩნდა, რომელმაც ბილაინი ჩაანაცვლა და რაც მთავარია კომპანია 100%-ით ქართული გახდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ ახალი ბრენდის შექმნა ციფრული ეკოსისტემის განვითარებამ და თანამედროვე ტექნოლოგიების დახვეწამ განაპირობა, ამასთან ბილაინი არსებულ და სამომავლო გეგმებს ვეღარ პასუხობდა.

გუნდი პროდუქტის გაუმჯობესებაზე მუშაობს, რისთვისაც ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორი თამარ გახარია აცხადებს, რომ ბრენდის შესაქმნელად და შესაძენად 3 წელი მუშაობდნენ.

"ჩვენი გეგემები არ იყო დაკავშირებული მოკლევადიანი და არ იყო დაკავშირებული მცირე ინვესტიციებთან. აქედან გამომდინარე, მკაფიოდ გაწერილი საინვესტიციო სტრატეგიით ვაპირებთ ათობით მილიონი აშშ დოლარი მოვახმაროთ აღნიშნული ქსელის ინვესტიციას, როგორც გაფართოების, ასევე ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. აუცილებლად შევასრულებთ ჩვენს საინვსტიციო გეგმას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომმ შედეგი წლის ბოლომდე იგრძნონ აბონენტებმა. 2 წლის თავზე კი ჩვენი მისია შესრულებული იქნება, რაც ჩვენი აბონენტების კმაყოფილებაში გამოიხატება,"-აღნიშნავს თამარ გახარია.

Cellfie მობაილის გენერალური დირექტორის ვასილ ბერიშვილის განცხადებით,  ბრენდის გაჩენა განაპირობა კომპანიის სურვილმა მიგვეცა მომხმარებლისთვის წვდომა ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და უმარტივებს ყოველდღიურობას.

"შეიძლება ითქვას, რომ სელფის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად იყენებს, რადგან სელფი აბონენტს ერთდროულად  სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშაობისთვის საჭირო გადაწყვეტებს,"- განაცხადა ვასილ ბერიშვილმა.

ცნობისთვის, არსებული მომხმარებლები ძველი ტარიფებით და პაკეტებით ისევ ისარგებლებენ, თუმცა ძალაში შევა ახალი ციფრული შეთავაზებები. Cellfie-ის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად გამოიყენებს.

Cellfie-ის ტარიფებისა და პაკეტების ნაწილი ასე გამოიყურება:

 

 

სტარტი

ოპტიმუმი

ოპტიმუმ+

პლატინიუმი

         

ტელევიზია

   

მუსიკა

სპორტი

     

ფიტნესი

 

         

ინტერნეტი

500MB

3GB

10GB

20GB

წთ საკუთარ ქსელში

ულიმიტო

ულიმიტო

ულიმიტო

ულიმიტო

წთ სხვა ოპერატორებთან

50

300

ულიმიტო

ულიმიტო

SMS

ულიმიტო

ულიმიტო

ულიმიტო

ულიმიტო

         

ღირებულება თვეში

₾3

₾8

₾12

₾25

 

30 დღიანი ინტერნეტ პაკეტები:

ტელევიზია

   

მუსიკა

სპორტი

     

ფიტნესი

         

 

       

ინტერნეტი

4GB

15GB

35GB

100GB

ღირებულება

₾6

₾10

₾15

₾20

 

მომხმარებლები ჩვეულებრივ შეძლებენ სარგებლობას მიმდინარე ტარიფებითა და პაკეტებით, რომლებიც უკვე ჩართული აქვთ და ავტომატური განახლებაც ძალაში რჩება.