ბიზნესი
12/03/2021

"ბუტრანას" პანდემიის მიუხედავად გაყიდვები 30%-ით გაეზარდა

ყველისა და ღვინის კომპანია „ბუტრანას“ პანდემიის მიუხედავად, გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით გაეზარდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა განუცხადა, ამის მიზეზია წარმოების გაზრდილი რაოდენობა და „ბუტრანას“ პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნა.

„არსებულ მაღალ მოთხოვნას ამ დროისთვის სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ, სწორე ამიტომ მეორე ფერმის მშენებლობა დავიწყეთ," - აცხადებს ხატიაშვილი.

„ბუტრანა“ სოფელ ტიბაანში, ფერმის და შატოს აშენებასაც გეგმავს. კომპანია ამ ეტაპზე, 2 სახეობის ქვევრის ღვინოს, 20-ზე მეტი სახეობის ყველს და სუფრის ყურძენს აწარმოებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022