ბიზნესი
10/03/2021

"ბუტრანამ" შატოს მშენებლობა 2024 წლამდე გადადო

ყველისა და ღვინის კომპანია „ბუტრანამ“, რომელიც სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში მდებარეობს, შატოს მშენებლობის დაწყება 2024 წლამდე გადადო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა  ჯემალ ხატიაშვილმა განუცხადა, კომპანიის პრიორიტეტი ამ ეტაპზე საფირმო მაღაზიის და რესტორნის გახსნაა, ასევე ფერმის გაფართოების პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ შატოს სამშენებლო სამუშოები დაიწყება.

ეს იქნება 10 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი, რომელიც მოიცავს მარანს, სადეგუსტაციო სივრცეს და 115 ნომრიან სასტუმროს.

“მიწას ვფლობთ ჩვენს ვენახებთან მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 6 ჰექტარზე უკვე გაშენებულია ვენახი და ვფიქრობთ, კიდევ 2 ჰექტარი ვაზის ახალი სახეობებს  დავუთმოთ.  2 ჰექტარზე კი უშუალოდ შატო გაშენდება. პროექტის დასრულებას 2025-2026  წლისთვის ვვარაუდობთ,“ – აღნიშნა ჯემალ ხატიაშვილმა.

„ბუტრანა“ ორი სახეობის ქვევრის ღვინოს საფერავს და რქაწითელს, 20–ზე მეტი სახეობის ყველს და სუფრის ყურძენს აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022