ბიზნესი
05/03/2021

"ბუტრანა" თბილისში რესტორანს და საფირმო მაღაზიას 2023 წელს გახსნის

ქართული ღვინისა და ყველის მწარმოებელი კომპანია „ბუტრანა“ თბილისში რესტორანს და საფირმო მაღაზიას 2023 წელს გახსნის.

როგორც  კომპანიის დამფუძნებელი ჯემალ ხატიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ორივე ობიექტი თბილისის ცენტრალურ უბანში გაიხსნება, სავარაუდოდ, კი ლესელიძის ქუჩაზე.

მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტი გათვლილი იქნება როგორც ადგილობრივ მომხმარებელზე, ისე უცხოელ ტურისტებზე.

პროექტში დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

შეგახსენებთ, კომპანია პროდუქტის რეალიზებას სასტუმროებში, სპეციალიზირებულ ღვინისა და ყველის მაღაზიებში ახდენს.

„ბუტრანას“ ღვინისა და ყველის კომპანია სიღნაღის რეგიონში, ტიბაანში მდებარეობს. კომპანია  20–ზე მეტი სახეობის ყველს, ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022