ბიზნესი
02/02/2021

ბურჯანაძე რესტორნების თვითნებურად გახსნაზე: ვნახოთ რა იქნება, ველოდებით საკოორდინაციო საბჭოს

რესტორატორთა ასოციაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, შაბათს, 6 თებერვალს რესტორნები მუშაობის განახლებას ნებართვის გარეშე აპირებენ.

“ბიზნესპარტნიორი” ინფორმაციის გადასამოწმელბლად რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს, შოთა ბურჯანაძეს დაუკავშირდა. მან დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ არც მთავრობასთან ჰქონიათ კომუნიკაცია. ასევე უცნობია, რამდენი რესტორანი უერთდება გადაწყვეტილებას.

“გადაწყდა, რომ შაბათს თვითნებურად იხსნება რესტორნები. დღეს მთავრობასთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია”,- განმარტა ბურჯანაძემ.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და რესტორატორები ხვალ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის გამართვას ელოდებიან.

“ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ველოდებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომას”,- თქვა ბურჯანაძემ.