ბიზნესი
11/07/2022

ბრენდი Atare Tilisma საკუთარი მაღაზიის გახსნას და მამაკაცის ხაზის განვითარებას გეგმავს

Atare Tilisma ხელნაკეთი აქსესუარებისა და სამკაულების ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს გამორჩეული, საავტორო დიზაინის გულსაბნევებს, სამაჯურს, საყურეს და სხვადასხვა საინტერესო ნივთებს სთავაზობს.

ბრენდის დამფუძნებელი მარიამ ბერიანიძე ამბობს, რომ სამომავლო გეგმები საკმაოდ გრანდიოზულია.

"ვგეგმავთ მამაკაცის ხაზის განვითარებას, მინდა უფრო მეტად დავხვეწო ნამუშევრები და ისეთივე მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზო მათ, როგორსაც ქალბატონებს ვთავაზობთ. ასევე, ვგეგმავთ სახელოსნოსა და საკუთარი მაღაზიის გახსნას, სადაც ერთ სივრცეში დამზადდება და განთავსდება ქალის, მამაკაცის და ბავშვის აქსესუარები. ფართი შერჩეული გვაქვს და ახლა ინვესტიციების მოძიების პროცესში ვართ, ასევე, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებასაც ვაპირებთ და ვცდილობ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში ვაქციო რეალობად. 

ამ ეტაპზე კი Atare Tilisma–ს აქსესუარების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი, რომელიც ყველა საფასო კატეგორიაზეა მორგებული, ვცდილობთ ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ვამზადებთ როგორც ინდივიდაულურად, ასევე ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებსაც. რაც შეეხებას გაყიდვებს, ზაფხულში როგორც წესი იკლებს ხოლმე, თუმცა მოთხოვნა მაინც დიდია. ამასთან, ახალი დიზაინის შემქნისთვის და იდეების განხორციელებისთვის ზაფხული კარგი დროა."–აღნიშნავს მარიამ ბერიანიძე.

ცნობისთვის, Atare Tilisma 2019 წელს შეიქმნა, როდესაც სამოყვარულო დონეზე დაწყებული ხელსაქმე მარიამ ბერიანიძემ ბიზნესად აქცია და როგორც "ბიზნესპარნიორთან" ყვება სახლში დამზადებულმა აქსესუარებმა ძალიან დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა, რაც ბინესის დაწყების მოტივაცია გახდა.