ბიზნესი
20/03/2023

Boo jewellery ვერცხლზე მუშაობის შემსწავლელ ცენტრს ხსნის

Boo jewellery ვერცხლზე მუშაობის შემსწავლელ ცენტრს გახსნის. ამის შესახებ, გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ში კომპანიის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, თამუნა ჯიქიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია, თუმცა ვერცხლზე მომუშავე კადრების დეფიციტი დღის წესრიგში დგას. სწორედ ეს გახდა მათთვის ინსპირაცია, რომ ასეთი საწარმოს შექმნა გადაეწყვიტათ.

„გადავწყვიტეთ, მსურველებს შევასწავლოთ ვერცხლზე მუშაობა, რა თქმა უნდა ევროპული სტანდარტებით. თეორიული და პრაქტიკული სწავლის შემდეგ კი ეს ადამიანები  ჩვენივე საწარმოში დასაქმდებიან,"- აღნიშნავს ჯიქია.

ცნობისთვის,  ბრენდი დიდი ხანია, რაც საქართველოს საზღვრებს გასცდა და დღეისათვის უკვე 20 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამჟამინდელი კოლექცია ამერიკაში, ჰოლივუდში მიდის გამოფენაზე, რაც Boo jewellery-ის ხელმძღვანელის თქმით, ბრენდისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. 

აღსანიშნავია, რომ  ჰოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი სერიალი „ელიტის“ მეოთხე სეზონის განმავლობაში, პერსონაჟი ქართული ბრენდის, Boo jewellery-ის   სამკაულით იყო წარმოდგენილი.

Businesspartner