ბიზნესს წიაღისეულის საბადოებს შესთავაზებენ
ბიზნესს შესთავაზებენ 50 ახალ ობიექტს, რომელიც მოიცავს როგორც საბადოებს, ასევე გამოვლინებებს (აქედან ახალი 39, ხოლოდ 11 გასული წელს გატანილი ობიექტებიდან განახლებული სახითაა) და ეხევა ისეთ სსასარგებლო წიაღისეულს, როგორიცაა პოლიმეტალები, სამთო-ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები და მიწისქვეშა წყლები.
როგორც პროგრამა “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლის არა მხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავება განხორციელდება ქვეყნის შიგნით, რაც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და მოზიდული იქნება ახალი ინვესტიციები.
წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივის ფარგლებში მოსალოდნელი ინვესტიციების ჯამური ოდენობა შეადგენს 60 000 000 ლარს. საწყისი საპრივატიზებო ფასით ბიუჯეტში მობილიზებული იქნება მინიმუმ 50 000 000 ლარი. დასაქმების მაჩვენებელი იქნება მინიმუმ 780 ადამიანი.