ბიზნესი
15/07/2020

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი თხის და ცხვრის ფერმის აშენებას გეგმავს

გუდის ყველზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბიზნესმენი  ლაშა პაპაშვილი კახეთში, ყვარლის რაიონში თხის და ცხვრის ფერმის მშენებლობას გეგმავს. პროექტის 2-3 წელში განხორციელდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, პროექტის ბიუჯეტი 20 მლნ ლარია.

ბიზნესმენმა გუდის ყველის  წარმოება 2019 წელს დაიწყო. კომპანია „ვაკისძირი“ მაღალი კლასის ყველს თუშეთში მცირე პარტიებით აწარმოებს და „რედიქსის“ ქსელში ყიდის. რეალიზაცია ხდება სავაჭრო ქსელ „კარფურშიც“. კილოგრამი ყველის ფასი კი 20 ლარია.

„გუდის ყველზე დიდი მოთოვნაა, წელიწადში  5-7 ტონა იწარმოება. რაც შეეხება წარმადობას, მისი გაზრდა ტერიტორიული ადგილიდან გამომდინარე ვერ ხერხდება. თუშეთში მიუვალი გზებია, ვერ ადის ტრანსპორტი და გადაადგილება ცხენებით ხდება. კახეთში ფერმის შექმნის იდეაც ამიტომ წამოვიდა“-აცხადებს პაპაშვილი.