ბიზნესი
08/03/2022

ბიზნესმა 2021 წლის IV კვარტალში 693.4 ათასი ადამიანი დაასაქმა

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 693.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.1%–ით მეტია.

საწარმოებმა პერსონალზე 3,255 მლრდ ლარი დახარჯეს, მაჩვენებელი წლიურად 24%–ით არის გაზრდილი. 

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.7% ქალია, ხოლო 57.3%- კაცი.

დაქირავებულთაგან 664 ათასი კაცი იყო, 9%-ით მეტი, ვიდრე 2020 წლის IV კვარტალში.

დასაქმებულთა 39.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 38% - მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 597.8 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 181 ლარითაა გაზრდილი. მათ შორის ქალების ხელფასი 173 ლარით, 1 242.6 ლარამდე გაიზარდა.

 საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

 ⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 666.9 ლარი

⦁საშუალო ბიზნესი – 1 883.3 ლარი

⦁ მცირე ბიზნესი – 1 328.1 ლარი.

დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით:  თბილისი – 65.6%, აჭარა – 9%, იმერეთი – 7%, ქვემო ქართლი – 5.7% და სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5%.

ინფორმაციისთვის, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის IV კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.6%–ით გაიზარდა და 43.8 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, მთლიანი ბრუნვის 61.2% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 18.4% - საშუალოზე, ხოლო 20.4%- მცირე ბიზნესზე ნაწილდება.