ბიზნესი
07/08/2023
ავტორი: Business Partner

ბიზნესის ნაწილი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობს - განახლებადი

შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ბიზნესის ნაწილი ერთიანდება.  რაჭაში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლების ნაწილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ დამსვენებლებს  განთავსებას უსასყიდლოდ განთავსებას სთავაზობს, არის კომპანიები, რომლებიც საზოგადებას გადაადგილებაში დახმარებას სთავზობენ. 

"ბიზნესპარტნიორი" გთავაზობთ იმ ბიზნესების ჩამონათვალს, რომელებიც რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას სთავზობენ (სია განახლებადია). 

სასტუმრო „უწერა“ – „მზად ვართ ვუმასპინძლოთ სტიქიით დაზარალებულებს უწერაში, რამდენის განთავსებასაც შევძლებთ, რათქმაუნდა სრულიად უსასყიდლოდ... მშვიდობას გისურვებთ ყველას. ტელ:599099015 ”.

Family Inn Shovi  - "თუ ვინმეს ღამის გასათევი არ გაქვთ შეგიძლიათ მოხვიდეთ, უსასყიდლოდ რა თქმა უნდა,"- წერს სოციალურ ქსელში სასტუმროს წარმომადგენელი. 

საოჯახო სასტუმრო "ქედი"  - "სტიქიის ზონაში დარჩენილ დამსვენებლებს, რომლებსაც არ აქვთ ღამის გასათევი ადგილი, ვუმასპინძლებთ ჩვენთან უსასყიდლოდ, უწერაში. ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. გთხოვთ დაგვიკავშირდით,"- ნათქვამია სასტუმროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საოჯახო სასტუმრო „ლაკარიდო“ „ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდებათ, სრულიად უსასყიდლოდ დავიტოვებთ.  გთხოვთ შეგვეხმიანეთ. ტელ: 599553220“

კოტეჯი „ანასტასია“ – „რაჭაში, სტიქიით დაზარალებულებ ადამიანებს , ონში მზად ვარ გიმასპინძლოთ არამხოლოდ საცხოვრებლით, არამედ საკვებით და სასმელით, რა თქმა უნდა სრულიად უსასყიდლოთ. ნებისმიერ დროს დამიკავშირდით.  557-88-92-92 „

სასტუმრო AMBROsador “ შოვის სტიქიაში მოყოლილ ადამიანებს, უსასყიდლოდ მოვათავსებთ (სამწუხაროდ მხოლოდ 1 ნომერი გვაქვს თავისუფალი- 3 ადამიანი) ამბროლაურში!  ტელ: 599261521”

კოტეჯი „შინაო“ „შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს, თავშესაფარი თუ გჭირდებათ ვინმეს, 3 ადამიანი შეგვიძლია მიგიღოთ, უსასყიდლოდ რა თქმა უნდა. 551931327 ამ ნომერზე დაგვიკავშირდით.

რაჭა ონის ავტოსადგური "მგზავრები" – „ავტოსადგური ,, მგზავრები " ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! უსასყიდლოდ დავეხმარებით სტიქიის ზონიდან ხალხს გადაადგილებაში, ასევე თბილისიდან დახმარების მსურველ ადამიანებს ჩავიყვანთ შოვის ტერიტორიაზე. დაგვირეკეთ 599 12 09 29 „

დახმარებისთვის მზადაა წყალტუბოში მდებარე სასტუმრო "სამთა" - "მოგესალმებით წყალტუბოდან. პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვავ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ვისაც გესაჭიროებათ დასარჩენი ადგილი, სასტუმრო "სამთა" მზადაა გიმასპინძლოთ,  რა თქმა უნდა, უსასისყიდლოთ". 

სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება „ვისოლ ჯგუფი". კომპანია  რაჭაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს 50 000 ლარით დაეხმარება, „წითელი ჯვრის“ მოხალისეებს კი სამაშველო სამუშაოებისთვის საწვავით მოამარაგებს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია "ნოვა": "მზად ვართ მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველას, ტექნიკური ინვენტარით, ვინც აქტიურად არის ჩართული სამძებრო-სამაშველო პროცესში , გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ - *0033".

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 50 000 ლარით დაეხმარება.

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრი "მედ 11" შოვს რეანომობილის მომსახურების სერვისით დაეხმარება.

ფსიქოთერაპიის სახლი "კამარა" სტიქიით დაზარალებულებს უფასო დახმარებას სთავაზობს 

PSP დაზარალებულებს პირველადი დახმარების მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და საფენებით დაეხმარება.

მაღაზიათა ქსელი SPAR Georgia  სამძებრო-სამუშაოებში ჩართულ პირებს დახმარებას სთავაზობს.  "უკვე ჩავერთეთ პროცესებში და მზაობას ვაცხადებთ, დახმარება გავუწიოთ, პირველადი მოხმარების პროდუქტებით მოვამარაგოთ სამძებრო-სამუშაოებში ჩართული პირები".

მოლაშქრეთა კლუბი „ფენიქსი“ სტიქიით დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობს. "თუ საჭირო იქნება და გვექნება შესაძლებლობა, მოლაშქრეები მზად ვართ ჩამოვიდეთ რაჭაში და ფიზიკურად დაგეხმაროთ. ასევე შეგვიძლია ინვენტარით მოშველება ღამისთევისთვის, კარავი, საძილე ტომრები,. გთხოვთ მოგვწერეთ..."

საქართველოს ბანკი რაჭაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 250 000 ლარს გამოყოფს.

"სელფი" სტიქიით დაზარალებულებისთვის  დახმარების სახით 50,000 ლარს გამოყოფს. 

თიბისიმ საქველმოქმედო ფონდი შექმნა და პირველი დონაცია 500 000 ლარის ოდენობით განახორციელა.

ჯინო ჰოლდინგის დამფუძნებელმა, ნოდარ გიორგაძემ შოვის უმძიმესი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას 30 000 ლარი გადაურიცხა.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, სტიქიის ზონაში ყოველდღიურ რეჟიმში აგზავნის სასმელ წყალს.

სასტუმრო Bessarion Boutique Hotel and Restaurant - "მივიღეთ გადაწვეტილება, ქუთაისში ჩვენი სასტუმრო, უმასპინძლებს შოვში დაზარალებულ ოჯახებს, ტელ: 599-992-995, 550-50-25-50.  დ.აღმაშენებლის 83ა". 

შეგახსენებთ, მეწყერი შოვში გუშინ ჩამოწვა. შსს-ს ინფორმაციით, არის მსხვერპლი. 

Businesspartner