"ბილაინი" სახელს იცვლის და ოპერირებას "სელფის" ბრენდით აგრძელებს
"ბილაინი" სახელს იცვლის და ოპერირებას "სელფის" ბრენდით აგრძელებს. სიახლის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს.
"სიხარულით წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ ბრენდს Cellfie • სელფი. ამიერიდან ამ სახელით ვაგრძელებთ თქვენთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შექმნას.
„სელფის“ მიზანია მუდმივად ცვალებად სამყაროში მაქსიმალურად მოვერგოთ თქვენი ცხოვრების სტილს და ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნებს. „სელფის“ სურვილია შეგიქმნათ იდეალური გარემო იმისთვის, რომ გქონდეთ მრავალფეროვანი ინტერესებით სავსე ცხოვრება, შეგიწყოთ ხელი დაიწყოთ რაღაც ახალი და სრულად გამოხატოთ საკუთარი თავი. „სელფისთან“ ერთად გაქვთ შესაძლებლობა ტექნოლოგიური მიღწევების მეშვეობით მიიღოთ მომსახურება მარტივად და სწრაფად, ისე რომ მაქსიმალურად დაზოგოთ თქვენთვის ყველაზე ღირებული - დრო, რომელსაც საყვარელ ადამიანებს და საქმიანობას დაუთმობთ.
მართალია ბრენდი შეიცვალა, მაგრამ უცვლელი დარჩა ჩვენი ღირებულებები. ჩვენი ციფრული სამყაროს ცენტრში კვლავ მომხმარებლის კმაყოფილებაა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ენერგიით გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ "სელფის" სერვისებით სარგებლობისას მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ თავი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბევრი ვიმუშავეთ ახალი მომსახურებების შექმანაზე, რათა შემოგვეთავაზებინა მაქსიმალურად თქვენს საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი. მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ტარიფები და ციფრული პროდუქტები. გაეცანით და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი.
ჩვენ გვესმის, რომ ცვლილებამ შეიძლება ბევრი კითხვა გაგიჩინოთ. გარწმუნებთ, რომ ახალ ბრენდზე გადასვლა არ შეგიქმნით დისკომფორტს. თქვენგან არ იქნება საჭირო რაიმე მოქმედების შესრულება. ნომრით და ჩართული მომსახურებებით სარგებლობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობთ,"- ნათქვამია განცხადებაში.
დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი ერთგული მომხმარებელი და ჩვენთან ერთად აგრძელებთ მოგზაურობას. ჩვენ კი ვაგრძელებთ თქვენთან მეგობრობას "სელფის" სახელით.