ბიზნესი
22/12/2020

“ბიჭები კაბინეტებიდან ვერ გრძნობენ რამდენად მტკივნეულია, როდესაც კომპანია კოტრდება"

ბიზნესმენი, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი 2020 წელს ბიზნესისთვის  ერთ-ერთ გამოწვევად ლარის კურსს ასახელებს.

როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს გამყარების დღევანდელი ტრენდი.

პაპაშვილი თვლის, რომ ახლა რეზერვების დრო არ არის.

“რეზერვები სწორედ იმისთვის იქმნება, რომ უკიდურესად კრიტიკულ დროს გამოიყენოს ქვეყანამ. ბიჭები კაბინეტებიდან ვერ გრნობენ რამდენად მტკივნეულია, როდესაც კოტრდება კომპანია, ეს არის ათასობით დაკარგული სამუშაო ადგილი. მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელსაც ძლივს ვქმნით, ეს არ უნდა დავკარგოთ,“ - აცხადებს პაპაშვილი.