"ბიბლუსი ჯგუფმა" საერთაშორისო ბრენდების შემოყვანა 2023 წლამდე გადადო
კომპანია “ბიბლუსის“ დირექტორი ირაკლი გაგნიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიას პანდემიის გამო საკმაოდ ბევრი საინვესტიციო გეგმის განხორციელება დაუპაუზდა. მისი განცხადებით, ბიბლუსი ჯგუფი გეგმავდა და ახლა წლის ბოლოს დაიწყებს მის ყველა კომპანიაში ლოჯისტიკური სისტემების ინტეგრაციას მოიცავს.
გარდა ამისა, იგეგმებოდა და იყო მოლაპარაკებები რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის შემოყვანასთან დაკავშირებით. როგორც გაგნიძე აცხადებს, ეს საკითხი, სავარაუდოდ, 2023 წლამდე გადაიდო.
„დეტალებისგან თავს შევიკავებ, თუმცა უკავშირდებოდა საცალო ვაჭრობის ახალი მიმართულებას. ეს ბრენდები საქართველოში ჯერ არ არიან წარმოდგენილი. აქედან ერთი ჰოლანდიური ბრენდია, მეორე - ბრიტანული,“ - აცხადებს გაგნიძე.
შეგახსენებთ, „ბიბლუსი ჯგუფი“ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. მათ შორისაა, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც ბაზარზე 2008 წლიდან წარმოდგენილო. ამ დროისთვის კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 67 ფილიალი აქვს. ჯგუფში “პეპელას“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელი წამყვანი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელია, ისევე როგორც XS TOYS-ი, რომელიც სათამაშოებისა და ბავშვთა პროდუქტების საბითუმო და საცალო სფეროში წამყვანი კომპანიაა, რომელიც ევროპაში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობს და პროდუქციის ასორტიმენტი მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრენდებით არის წარმოდგენილი.