ბიზნესი
20/08/2021

Bibi's Land - ბავშვის განვითარებაზე მორგებული ეკოლოგიურად სუფთა ხელნაკეთი წიგნები

Bibi's Land მოხმარებლებს სთავაზობს ხელნაკეთ, სენსორულ წიგნებს, რომელიც ბავშვის მოტორული ფუნქციების განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვებს შუძლიათ ისწავლონ - ანბანი, საათის ცნობა, ცხოველები, ამინდი, წელიწადის დროები. ხელს უწყობს ფერების აღქმას, აგრეთვე მათი ფანტაზიის განვითარებას.

როგორც Bibi's Land-ის დამფუძნებელი მარიამ ბიბიჩაძე “ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, წიგნი ეკოლოგიურად სუფთაა, ქსოვილი 100% ბამბაა, გამოყენებულია აგრეთვე თექა.

წიგნი გათვალისწინებულია 6 თვის, ასევე 2 წლიდან 6 წლამდე - სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის.

“6 თვიდან ბავშვებისთვის განსხვავებული წიგნებია, რომელსაც ბოლომდე არ ძვრება ნაწილები - ბავშვისთვის უსაფრთხო იყოს და არ გადაყლაპოს. 2 წლიდან ბავშვებისთვის მოცულობა მეტია“, - აღნიშნა მარიამ ბიბიჩაძემ.

მისი თქმით, წიგნი გათვალისწინებულია ინკლუზიური სწავლებისთვისაც.

“ძალიან მოსახერხებელია, უფრო აღქმადია. ფსიქოლოგებიც ხშირად ურჩევენ ამ წიგნს ინკლუზიური ბავშვების მშობლებს“, - ამბობს მარიამ ბიბიჩაძე.

წიგნებს მარიამ ბიბიჩაძე დაკვეთით ამზადებს. გამოყენებულია როგორც საკუთარი ფანტაზია, აგრეთვე გათვალისწინებულია მომხმარებლების სურვილი. წიგნის მსურველებს ონლაინ მომსახურებას სთავაზობს. სამომავლოდ კი, საკუთარი მაღაზიის გახსნას გეგმავს.

“წიგნის მყიდველების მსურველების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. მომხმარებლების რაოდენობა განსაკუთრებით პანდემიის დროს გაიზარდა, როცა ყველა ონლაინ ყიდვაზე გადავიდა ყველა“, - აღნიშნა მარიამ ბიბიჩაძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020