ბიზნესი
06/06/2023

Beko: წვიმების გამო, სეზონურ პროდუქციაზე ისეთი ზრდა არ არის, როგორი მოლოდინიც გვქონდა

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი BEKO-ს დირექტორი მეჰმედ მელექი აცხადებს,რომ კომპანიას წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვების 17%-მდე ზრდა აქვს.

„თუმცა, ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის და ყოველთვის, უფრო მაღალ ზრდაზე ვართ ორიენტირებული. 2023 წლის პირველი კვარტალი კარგი მაჩვენებლებით დავიწყეთ, თუმცა, მეორე კვარტალში, წვიმების გამო,სეზონურ პროდუქციაზე ისეთი ზრდა არ არის, როგორი მოლოდინიც გვქონდა“, - აღნიშნა მეჰმედ მელექმა და იქვე განმარტა, რომ კომპანიას ეს ვითარება რომ შეეცვალა, მომხმარებელს მაისსა და ივნისში  ფასდაკლების აქციები შესთავაზა.

„აქციებით დავაკომპენსირეთ ის დისკომფორტი, რაც ამინდმა შექმნა. კერძოდ, გვეგონა, რომ მაცივრების და კონდიციონერების რეალიზაცია უფრო აქტიური იქნებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, გაყიდვებში ზრდა მაინც გვაქვს. ამჟამად, ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი სარეცხის მანქანაა“, - განმარტა მეჰმედ მელექმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, ქართველი მომხმარებელი ძალიან გააქტიურდა ჭურჭლის სარეცხი მანქანების შეძენის კუთხითაც და ამ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველდღე მზარდია.

ცნობისთვის, Beko ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 100-ამდე სავაჭრო წერტილს ფლობს. თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორებიც არის: „ბრიკორამა“, „დიმინო“, „გორგია“და „ზოდი“,  ასევე, რამდენიმე ინტერნეტ მაღაზიასთან.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023