ბიზნესი
10/05/2021

Beko: მარტ-აპრილში მოთხოვნადი სარეცხი მანქანები და გაზქურები იყო

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Beko-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მიმდინარე წლის მარტ-აპრილში ყველაზე მოთხოვნადი სარეცხი მანქანები და გაზქურები იყო, აქცენტი ჩასამონტაჟებელ ღუმელებზეც კეთდებოდა.

Beko-ს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მაისში ყველაზე მოთხოვნადი იქნება მაცივრები და კონდიციონერები. ასევე სარეცხი მანქანები.

„გასულ წელს სახელმწიფო რეკომენდაციას არ იძლეოდა, რომ ოთახებში კონდიციონერები ჩართულიყო. ისინი აცხადებდნენ, რომ შესაძლოა ამას ვირუსის გავრცელებისთვის შეეწყო ხელი. შესაბამისად, გასულ წელს კონდიციონერები არ გაიყიდა. წელს იმედია სახელმწიფო კონდიციონერებზე ისევ რაიმე შეზღუდვას არ დააწესებს", - განმარტავს Beko-ს დირექტორი.

მელექის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტი გაყიდვების თვალსაზრისით, ბევრად სჯობდა 2020 და 2019 წლების ანალოგიური პერიოდების მაჩვენებელს.

„აპრილი შედარებით ტალღოვანი იყო. ხან იზრდებოდა გაყიდვები, ხან მცირდებოდა. ხალხი აპრილის პირველ ნახევარში ჩაკეტვაზე ნერვიულობდა, შემდეგ ეს რომ გამოირიცხა, აღდგომისთვის აგროვებდნენ ფულს.   მაისი სტაბილურად დაიწყო. ნორმალურად მივდვართ,“ - აცხადებს მელექი.