ბიზნესი
28/06/2021

Beko ქსელის გაფართოებაში ₾850 000-ის ინვესტიციას ჩადებს

კომპანია Beko მომდევბო ორი თვის განმავლობაში საქართველოში 4 ახალ მაღაზიას გახსნის, რომელთა საერთო საინვესტიციო ღირებულება 850 000 ლარია.  როგორც  „ბიზნესპარტნიორთან“ Beko–ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განაცხადა,ტექნიკაზე მოთხოვნა მზარდია, 4 ახალი ფილილის დამატება კი კიდევ უფრო გაზრდის გაყიდვებს და პროდუქტის რეალიზაციას ხელს შეუწყობს.

„როგორც იცით, ბათუმში ყველაზე დიდი ფილიალი გავქვს, ამის მიუხედავად, გაფართოება ამ ქალაქსაც შეეხო. კერძოდ, ხოფის ბაზრობასთან სავაჭრო ცენტრის მე–2 სართულზე, 300კვ.მ ფართის მაღაზიას აგვისტოში გავხსნით. ივლისში კი მარტვილის (130კვ.მ) და ხობის (100კვ.მ) ფილიალებს. რაც შეეხება თბილისს, „მიჰაუსის“ სავაჭრო ცენტრში ახალი ფილიალის რემონტი უკვე მიმდინარეობს.“–აღნიშნავს მეჰმედ მელექი.

კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის კომპანიაში მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ დიდი აქტივობაა,კომპანიის შემოსავლებმა კი  2019 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა. 

Beko ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 72 ფილიალს ფლობს, თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორიც არის „ბრიკორამა“, „დიმინო“, „გორგია“და „ზოდი“,  ასევე, 40–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.