ბიზნესი
27/01/2021

ბექა ფერაძე: ელექტრონულ პლატფორმაზე უკვე 200 სავაჭრო ობიექტია დარეგისტრირებული

სპეციალური პლატფორმა, სადაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა მუშაობის განახლების მიზნით რეგისტრაცია უნდა გაიარონ აქტიურ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა, ამ დროისთვის ვებ-გვერდზე 200 სავაჭრო მოლი და საცალო-საბითუმო ტიპის მაღაზიაა დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყევტილებით, 1-ელი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება. გახსნის წინაპირობა კი, თანამშრომლებიც კოვიდტესტირებაა.

შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, სადაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა მუშაობის განსახლების მიზნით რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ამ პლატფორმაზე უნდა განათავსოს ბიზნესმა ინფორმაცია, რომელიც თანამშრომლების ტესტირებას ეხება.