ბექა ფერაძე: ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნა ჩვენი სამსახურის მიზანი არ არის
შრომის მთავარი ინსპექტორი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ ეკონომიკის გახსნა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც მან გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განმარტა, შრომის ინსპექციას ბიზნესთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს და არა ჩასაფრებულის პოზიცია.
„ეკონომიკის გახსნა ჯანმრთელობასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ყველას ესმის, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ იმისთვის, რომ ბალანსი იყოს დაცული. კორონა ვირუსის გავრცელების პირველი ფაზის შემდეგ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე, ვინც ეკონომიკის გახსნისთვის დაიწყო მზადება. ფაქტობრივად, შრომის ინსპექცია იყო ამ პროცესში წამყვანი მაკოორდინირებელი. ეს იყო პრევენციისა და ბიზნესთან მეგობრული დამოკიდებულებისთვის და არა ჩასაფრებულის პოზიციისთვის. ეს ჩვენი სამსახურის მიზანი არ არის“,- აღნიშნა ფერაძემ.