ბიზნესი
16/02/2023

Beauty Studio: "შილაკის" მომხმარებლების რაოდენობა 30%-ით შეგვიმცირდა

სილამაზისსალონები, ბოლო დღეების განმავლობაში, ცნობილი ექიმების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ გელ-ლაქების (ე.წ შილაკი) მოხმარებასთან დაკავშირებული სააფრთხეების შესახებ ინფორმაცია არასწორია.

როგორც სილამაზის სალონი Beauty Studio–ს დამფუძნებელმა ნინო პავლიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები ბიზნესს მნიშვნელოვნად აზარალებს.

„გაკეთებული განცხადებების შემდეგ, დაახლოებით, 30%-ით შეგვიმცირდა მომხმარებლების რაოდენობა. ისინი აუქმებენ ჩაწერებს, რადგან ეშინიათ, მოსახლეობაში ბევრი კითხვა გაჩნდა. არადა, ინფორმაცია რომელიც გავრცელდა, არ ეხება თანამედროვე საშრობებს. ახლა მოძველებული ნათურები აღარ გამოიყენება გელ-ლაქის გაშრობისას. თანამედროვე აპარატები საფრთხისშემცველი არ არის“, - აცხადებს Beauty Studio-ს დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში, ბევრს საუბრობენ გელ-ლაქის, ე.წ შილაკის საფრთხეების შესახებ. ფრჩხილების მოვლის ეს პროცედურა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, ყველაზე პოპულარულია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022