ბიზნესი
09/08/2023

"ბაზარზე ლოკოკინის წარმოების კუთხით კრიზისია, მოთხოვნა კი მეტია“-შოთა ბურჯანაძე

"დღესდღეობით ბაზარზე ლოკოკინის წარმოების კუთხით კრიზისია, მოთხოვნა კი მეტია“-ამის შესახებ "აგროპარტნიორს“ კომპანია „ჯიდიბიესის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.

მისი ცნობით, ტრანსპორტირების, გამრავლებისა თუ მოვლა-პატრონობის დროს, დანაკარგი წარმოიქმნება, რომელიც დაახლოებით 7-10%-ს შეადგენს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პირველი ექსპორტი უკვე განხორციელებულია და მეორე ექსპორტი, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი.

"ჩვენ შეგვიძლია ყველაზე ცუდ ვარიანტში, ჰექტარნახევარზე 8 ტონა, ხოლო კარგ შემთხვევაში ექსპორტზე   10-15 ტონა ლოკოკინა გავიტანოთ.

ჩვენ იტალიელებთან მიწოდების 5 წლიანი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული, თუმცა სამომავლოდ რეალიზაცია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში შესაძლებელია.“ -აცხადებს ბურჯანაძე.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ადგილობრივი ბაზრისგან განსხვავებით მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე დიდია და როგორც კომპანია "ჯიდიბიესის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, ლოკოკინის ღირებულება, მაგალითად იტალიის ბაზრის შემთხვევაში, კილოგრამზე  4-5 ევროა.

მისი განმარტებით, პირველი წელი კომპანიისთვის სწავლების პროცესი იყო და ამ ეტაპზე მხოლოდ 6 ტონა ლოკოკინის ექსპორტი განხორციელდა, თუმცა მოლოდინია, რომ მოცულობები კიდევ უფრო გაიზრდება.

ცნობისთვის, 2021 წლის დეკემბრიდან, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროკავშირში საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი შესაძლებელი გახდა.  ცვლილებამ კი ადგილობრივ ბაზარს  ლოკოკინების ფერმების გაშენებისკენ უბიძგა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023