ბათუმში ყველაზე დიდი მოთხოვნა მედიუმ და ეკონომ სეგმენტის ბინებზეა
RECOV.GE–მ თბილისის და ბათუმის საცხოვრებელი სექტორის 2022 წლის სექტემბრის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბათუმში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა 37%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ბაზრის ზომამ კი 500 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 34%-იანი ზრდაა.
გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ახალ პროექტებში 1%-იანი კლება დაფიქსირდა, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა.
ამასთან, ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვანი, 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა ეკონომ სეგმენტის ბინებზე. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, 2021 წლის პირველი 9 თვის მონაცემებთან შედარებით მოთხოვნა მხოლოდ 15%-ით გაიზარდა.
2022 წლის სექტემბერში ბათუმში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა და რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 311 ერთეული შეადგინა. მნიშვნელოვანი, 55%-იან იზრდა დაფიქსირდა მედიუმ სეგემნტშიც. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, მაჩვენებელი 36%-ით 775 ერთეულამდე გაიზარდა.