ბიზნესი
10/03/2023

ბათუმსა და კონსტანცას პორტებს შორის საბორნე მიმოსვლა მაისიდან დაიწყება

ბათუმისა და კონსტანცას, ასევე ფოთისა და კონსტანცას პორტები, ერთმანეთს რეგულარული საბორნე ხაზით დაუკავშირდებიან. ორივე პროექტი აქტიურ ფაზაშია და მათი განხორციელება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. საბორნე მიმოსვლის მიმართულების განვითარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ როგორც კერძო სექტორში, ისე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა განუცხადა, ქართულ და რუმინულ პორტებს შორის აქტიური საბორნე მიმოსვლის დაწყება ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„რაც შეეხება უშუალოდ ბათუმისა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლას, პროექტზე კომპანია „უკრ ფერი“ მუშაობს, რომელიც ადრე უკრაინის ხაზზე ოპერირებდა. ის კვირაში 3-4 რეისს ასრულებდა ბათუმის მიმართულებით უკრაინიდან. მიმდინარე წლის მაისის თვიდან კი გეგმავს ბათუმი-კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მარშრუტზე „უკრ ფერი“ კვირაში 1 რეისს შესრულებს. როგორც თამარ იოსელიანი ამბობს, ამ ეტაპზე, კომპანია რუმინეთში შესაბამისი ტერმინალის დასრულებას ელოდება.

პროექტის დასრულებას ელიან გადამზიდავენ კომპანიებშიც და ამბობენ, რომ ახალი სამარშუტო ხაზით სარგებლობას აპირებენ, რადგან, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, არსებულ საბორნე ხაზებზე, გადაზიდვების კუთხით შეფერხება და რიგებია. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, გაზრდილია მომსახურების საფასურიც, ამიტომ, სექტორი ახალი საბორნე ხაზის დამატების მოლოდინშია.

ამჟამად, საქართველოს პორტებიდან საბორნე მიმოსვლა მხოლოდ ბულგარეთის ქალაქების, კერძოდ ვარნასა და ბურგასის მიმართულებით ხორციელდება. ამ პორტებისკენ, კვირაში თითო-თითო რეისი სრულდება და ორივე მარშრუტი საკმაოდ დატვირთულია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022