ბათუმის საკონდიტრო "დონა": აქტივობა მაღალია, შემოსავალიც ნორმალური
ბათუმის ერთ-ერთი პოპულარული საკონდიტრო "დონას“ დამფუძნებელი და მესაკუთრე თამილა ბეჟანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, საკონდიტროში აქტივობა მაღალია, შემოსავალი კი ნორმალური, გასული წლის ანალოგიურია.
ბეჟანიძის ინფორმაციით, მოქმედებს წესები, რომლის ფარგლებშიც საკონდიტროში შემსვლელთა ნაკადი მკაცრად კონტროლდება.
„მაქსიმალურად ვიცავთ რეგულაციებს, ობიექტში ერთდროულად ვუშვებთ 4-5 მომხმარებელს მხოლოდ პირბადით. ვისაც არ აქვს, ჩვენ ვაწვდით რათა დისკომფორტი არ შეექმნათ,“ - აცხადებს ბეჟანიძე.
საკონდიტრო „დონას“ დამფუძნებელი მიმდინარე სეზონზე განსაკურებულ შეზღუდვებს არ ელოდება, რადგან არსებობს თავდაცვის ისეთი საშუალება, როგორიცაა ვაქცინაცია. „გავაგრძელებთ წესების დაცვას და იმედი მაქვს, რომ ეს წელი მშვიდობიანად დასრულდება,“ - აცხადებს ბეჟანიძე.
კაფე-საკონდიტრო "დონა" 2020 წლის 31 აგვისტოს, 2 თვით დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. მაშინ ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონესაც.