ბიზნესი
25/03/2021

"ბათუმი რივიერას" დასრულება შესაძლოა გადავადდეს

„ბათუმი რივიერას“ მშენებლობა არ განახლებულა და მისი დასრულების ვადები შესაძლოა დაკორექტირდეს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა გოგა კაპანაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მშენებლობის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, მიზეზი პანდემია და მის შედეგად გამოწვეული რეალობაა.

„როდის განვაახლებთ მუშაობას არ ვიცით, ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას. გამომდინარე აქედან, პროექტის დასრულების თარიღიც მის განახლებაზეა დამოკიდებული. თუ დროულად ვერ დავიწყეთ სამუშაოები, დასრულების თარიღმა შესაძლოა გადაიწიოს,“ - აცხადებს კაპანაძე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარ ფართობზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი პარკის განაშენიანება, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშივე დარჩება. ტერიტორია გახდება ბულვარის შემადგენელი ნაწილი და შეუნარჩუნდება რეკრეაციული ზონის სტატუსი. „სილქ როუდ ჯგუფი“ მხოლოდ მის ლანდშაფტურ დიზაინს შექმნის. ასევე, პროექტის ნაწილად მოიაზრება 20-წლიანი იჯარით აღებული იახტ კლუბის ტერიტორია.

პროექტის დასრულება 2022 წელს არის დაანონსებული.

„ბათუმი რივიერა“ 15 სართულიანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მოიცავს 284 ბინას. პირველ და ბოლო სართულებზე განთავსდება 40 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო. იგეგმება კაფეების, რესტორნების და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების მოწყობაც.

"ბათუმი რივიერას“ მხარდამჭერია „თანაინვესტირების ფონდი“. პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია „ბათუმის იახტ კლუბია“, რომელიც იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას, მინიმუმ, 20 წლის ვადით იღებს. საწყის ეტაპზე, იახტ კლუბში 3 მლნ დოლარის ინვესტირება იგეგმება, რომელსაც „ბათუმის იახტ კლუბი“ და „სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023